გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია


ერთი დღე რჩება გაეროში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე.

გენერალური ასამბლეის დებატებში მონაწილეობამდე სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. მთავარი სასაუბრო თემა ოკუპაცია და ის დამატებითი ზომებია, რომლებიც ქვეყნის პირველი დიპლომატის აზრით, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების დასაცავად უნდა ამოქმედდეს. ქართული დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესს აცნობს და გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფორმატს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად იყენებს. „უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ჟენევას გარედან”,  - ასეთია შეხვედრების მთავარი გზავნილი. გენერალური დებატები უკვე დიაწყო. ვიზების არგაცემის გამო გაეროში არასრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი რუსული დელეგაცია. 

მარიამ ცარელაშვილი დეტალებით ნიუ იორკიდან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან