ფოტო გამოფენა „ნუ წავშლით"
30 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება გამოფენა "ნუ წავშლით". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე რესტავრაციის შედეგად გადაკეთებული ტაძრების ამსახველი ფოტო მასალა. გამოფენა იმართება ორგანიზაცია "ახალგაზრდები ხელოვნებისთვის" მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ--აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, კერძოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 30 არქიტექტურული ძეგლის ფოტო გამოფენის მოწყობას და პარალელურ რეჟიმში, დოკუმენტური ფილმის, "ბედიის უბედობა" პრემიერას. 29 ივნისს გამოფენა უკვე გაიმართა ქუთაისის პარლამენტის შენობაში, 3 აგვისტოს დაგეგმილია ექპოზიციის მოწყობა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 17 აპრილს გამოაცხადა კონკურსი, „რეგიონებში გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობაზე". საუკეთესო პროექტების გამოვლენის მიზნით, მინისტრის საკონსულტაციო საბჭომ 21 პროექტი განიხილა და მათგან რეკომენდაცია რამდენიმეს გაუწია, მათ შორის, ორგანიზაციის, ''ახალგაზრდები ხელოვნებისათვის'' შემოტანილ პროექტს - ''ნუ წავშლით''. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"ნუ წაშლით" - ფოტო გამოფენა ზუგდიდში
Radio Atinati
Soso Mikeladze – დავლოცოთ - სოსო მიქელაძე - Davlotsot ("ქალა...
Soso Mikeladze Official
ფოტო გამოფენა
IMERVIZIA TV
ფოტო-გამოფენა
Aris.ge - განათლება
ფოტო-გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფოტო გამოფენა - ფოტო ჰაბი
photo hub
ფოტო გამოფენა „ხელოვანთა კლუბის“ ორგანიზებით
TV 25
ფოტო გამოფენა - „2008 წლის აგვისტოს ომი" ოკუპაციის მუზეუმში
თავდაცვის სამინისტრო