\"მედია კაფეში\" ლიტერატურული ჟურნალის - \"ოლეს\" 2013 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია მოეწყო. ჟურნალი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გამოიცა. \"ოლეში\" პოეზია, პროზა, სამეცნიერო სტატიები და კრიტიკული წერილები ერთიანდება.
მწერალთა ასოციაციის \"ლიტერატურული კახეთის\" თავმჯდომარის განცხადებით, ჟურნალი 2005-2006 წლებში გამოდიოდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით პროექტის დაფინანსება შეწყდა. თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, ჟურნალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც ლიტერატურული ჟურნალის დარჩენილი ნომრები სრულად დაფინანსდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/11gRNGF