ერეკლეობისადმი მიძღვნილი კვირეული თელავის მე-5 სკოლაში


თელავის მე-5 საჯარო სკოლაში ერეკლეობისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე ჩატარდა ღია გაკვეთილები თემაზე: \"ერეკლე და თელავი”. სკოლის სპორტულ მოედანზე კი მხიარული სტარტები გაიმართა სკლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ”ჩემო თელავქალაქო” დღეს ჩატარდა. პარალელურად მოეწყო თელაველი მხატვრების, გიორგი ბერძენიშვილისა და თენგო დალაქიშვილის ნამუშევრების გამოფენა. კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თელავის ვიცე-მერი, თენგიზ მთვარელიშვილი, კომპოზიტორი, იზა დოლმაზაშვილი, პროფესორი, ვალერიან ელანიძე, ლიტერატურული ჟურნალ ”ოლეს“ რედაქტორი, ფარნაოზ რაინაული და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა სახეები.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1AjSyUX

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან