ვითარება უკრაინაში - გამოხმაურებები საქართველოში
02/22/2022
„საქართველოს უკრაინის გვერდითაა“ - ასე ეხმაურება რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რომლის შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.
რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა: „საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ, რათა თავიდან აიცილოს ომი და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას უწოდებს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნულზე რეაგირება უნდა მოახდინონ. რუსეთის მიერ „დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის 2008 წლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისა და ოკუპაციის სცენარის გამეორება. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რეაგირება მოახდინონ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევაზე“, - წერს დავით ზალკალიანი.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: „საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას. - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.