ვითარება უკრაინაში - საერთაშორისო გამოხმაურებები

28.05.2022 05:29

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს უკრაინული კულტურისა და იდენტობის განადგურებაში სდებს ბრალს, პენტაგონში კი მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა. საერთაშორისო გამოხმაურებების პარალელურად, ბოლო 24 საათში მხოლოდ დონბასში 49 დასახლებული პუნქტი დაიბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. „რუსი სახელმწიფოს პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: