მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი
ომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება. კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინოს. უკვე ცნობილია, რომ პროცესში ჩართვას არ აპირებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული რეფორმირება, ლომჯარიას პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება. პროცესში ჩართვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ფიქრობს „სტრატეგია აღმაშენებელი“. ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის შეთანხმებასთან, შესაბამისად, ოპოზიციის განცხადებები, პროცესში არჩართვასთან დაკავშირებით, ლოგიკასაა მოკლებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთა...
TV IMEDI
ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა ძიმისტარაშვილი იუსტიციის საბჭოს კითხვებს პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის საბჭოს კითხვებს თამარ ალანია პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster