გასაუბრება მოსამართლეებთან
მოსამართლეობის მსურველ 10 კანდიდატს გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატებს შორის იყვნენ როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები. მოსამართლეობის მსურველმა სამმა კანდიდატმა პროცედურის დახურვა მოითხოვა. გასაუბრების პროცესი ასევე დახურა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის საბჭოს წევრმა, ვასილ მშვენიერაძემ. მშვენიერაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აიცილა. მისი განმარტებით, დოლიძის მიერ გაკეთებული განაცხადებები, სადაც მას კლანის წევრად მოიხსენიებს - შეურაცხმყოფელია. გადაწყვეტილებას ანა დოლიძე საბჭოში არსებული ერთადერთი კრიტიკული ხმის გაჩერებად აფასებს, ვინაიდან მეორე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელ გასაუბრებას არ ესწრებოდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტება შექ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მოსამართლეებთან გასაუბრება დაიწყო
TV IMEDI
მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster