გასაუბრება მოსამართლეებთან
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. დღეს 15 კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორის არიან როგორც გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები. კანდიდატებს შორის არის მოსამართლე დავით კეკენაძე, რომელიც ნორა კვიციანის საქმეს განიხილავდა. ნორა კვიციანი, მას უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეში, მის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არსებობდა. ცნობილია, რომ 2017 წლის თებერვალში, საქმის მეორედ განხილვის დროს, სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი უდანაშაულოდ ცნო. ის 2006 წლის 29 ივლისს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააკავეს. გასაუბრების პროცესი გაიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ. ის უვადო მოსამართლეა და თბილისიდან ქუთაისში ითხოვს გადანიშვნას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს, რამდენიმე დღის განმავლობაში მოუსმენს. ამის შემდეგ დაიწყება კენჭისყრის პროცესი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტება შექ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მოსამართლეებთან გასაუბრება დაიწყო
TV IMEDI
მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster