უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა ზუგდიდში

02/19/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის კონცეფციაზე საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე დეველოპერული კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა სასტურმოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიის ინფორმაციით, ეს იქნება ოთხ ვარსკვლავიანი, 130 ნომრიანი სასტუმრო, რომლისთვისაც ჯამში 1 ჰა მიწის ნაკვეთია საჭირო. ბურდილაძის თქმით, ამ ტერიტორიის მხოლოდ 3 ათასი კვადრატული მეტრია გათვალისწინებული სასტუმროსთვის, დანარჩენი კი მისასვლელ გზებსა და გამწვანებას მოხმარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი სწორედ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ ფორმატში თანხვედრაში მოვიყვანთ ყველა ჯგუფის ინტერესს და დაამშვენებს ამ ქალაქს ეს სასტუმრო. რაც შეეხება ადგილს, ბრენდული სასტუმრო უნდა იყოს ცენტრში. შესაძლოა, სხვა ადგილებიც იყოს განხილული, თუმცა, უმრავლესობას მოსწონს ეს პროექტი და ვფიქრობთ, საბოლოოდ, ეს ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნა ბურდილაძემ.
მის პოზიციას იზიარებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის ვიცე მერი გიორგი შენგელია ფიქრობს, რომ შემოთავაზებული პროექტი ქალაქისთვის სხვადასხვა კუთხით მნიშვნელოვანია.

„კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილოებას ხალხსი აზრის გათვალისწინებით და თანხვედრით. ის ყინული სახლი, რაც ახლა აკეიტ პარკსია, არამიმზიდველია. ეს არის ლამაზი პროექტი, რომელშიც დასაქმდებიან ზუგდიდელები, შეიქმენა სივრცელ ცვენი ახალგაზრდებისთვის, ასევე, სხვა მიმზიდველი წინადადებებიც აქვს ინვესტორს“, - თქვა შენგელიამ.

ამაზე აზრზეა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მისივე თქმით, ქალაქის ამ ფორმით განვითარებას მხარს დაუჭერს.
„უმეტესობა ემხრობა პროგრესულობას ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული და ტურისტული, სპორტული კომპლექსის შემდგომი ექსპლუატაციის თვალსაზრისით. ყინულის სახლის მსუბუქი კონსტრუქციით იქნება გადახურული, რომლის შენახვა ბევრად იაფი დაგვიჯდება. საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გავა, როცა დასრულდება პროცედურები კიდევ უფრო გამჭვირვალე და მეტი ჩართულობის შემდეგ მოქალაქეების“, - განმარტა წოწერიამ.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე ბათლომე შელია თვლის, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

„გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომელიც აქ გაჟღერდა, მათ შორის, საზოგადოებრივი სივრცის დაცულობა. ჩვენი მხრიდან პოზიცია-ოპოზიცის მნიშვნელობა უკანა პლანზე გადადის, ქალაქისა და ხალხსი ინტერესების გათვალისიწნებით უნდა ვიმოქმდეოთ“, - ამბობს ის.
მისგან გასხვავებით ეჭვები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმღრვანელი ანა წითლიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლდო ერთი კომპანიის ლობირება ეჭვს იჭვევს და კონკურეტულობის პრინციპი დარღვეულია.

„ყველა ის პრინციპი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ინვესტიციისთვის, რომ იყოს კონკურენცია, ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა და ურბანული განვითარების გეგმა, ყველაფერი დარღვეულია. მაინტერსებს, რის მიხედვით უნდა გაიცეს ნებართვა, როცა არ არსებოსბ გენ.გეგმა ან ურბანული განვითარების გეგმა“, - აღნიშნა წითლიძემ.

სასტუმროს სკეიტ პარკში აშენების კატეგორიული წინააღმდეგია მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია.

“დღეს მოხდა ფეხვეშ გაგება ხელისუფლების ლობირებული ბიზნესზვიგენი ფინანსური ინტერესებისთვის უწმინდესი კულტურული მემკვდირეობის. ტაშს უკრავდა პარტიული ნომენკლატურა „ქართული ოცნების“ მასინ, როცა როცა ანაკლიის პორტის განვითარებას აფერხებს ივანიშვილი. ამ დროს ოცნების ხელისუფლება დადიანების კომპლექსისა და რეკრეციული ზონის მიწიხლვით უხსნის გზას კომპანიას“- თქვა ჯგუშიამ.

შეხვედრაზე დამსწრეების ნაწილს ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს აშენება არ სურს. მათი ნაწილი ვერ ხედავს გარანტიებს, რომ კომპანია არებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ამასთან, მათთვის რეკრეციულ ზონასი მსგავში მშენებლობა და ბავშვებისთვის თუ საზოგადოების სხვა წევრებისთვის, მატივე თქმით, სივრცის შეზღუდვა მიუღებელია.
საჯარო განხილვის სხვა მონაწილეები კი არნისნულ ტერიოტირაზე მიესალმებიან სასურმოს მშენებლობას და ამას ზუგდიდისთვის მნისვნელოვან ინვესტიციად და პროექტად მოიაზრებენ.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან