ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში

06.06.2021 03:30

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვები გრძელდება. დღეს დილიდან მოზარდები პოლიციის განყოფილებაში კითხვებზე საპასუხოდ, დაწესებულებიდან პერიოდულად გაჰყავთ. პარალელურად, დაწყებულია სასამართლოს განჩინების აღსრულების პროცესიც. დღის მეორე ნახევარში, პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კიდევ ორი ბავშვი გაიყვანეს. ასევე დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. გიორგი კობერიძე მუშაობს ადგილზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: