ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში


ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში სალიცენზიო პირობებს სწავლობს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რაიმე სახის დარღვევები, შედგება სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული ოქმი და დაწესებულებას მიეცემა გარკვეული ვადა გამოსასწორებლად. ბოლოს იქ სააგენტოს წარმომადგენლები 2019 წელს იყვნენ შესულები. უწყების ინფორმაციით, მაშინდელი დარღვევები უკვე გამოსწორებულია.

პანსიონში მცხოვრები ბავშვები დღეს სკოლაში არ წასულან. განცხადებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს. მათი განმარტებით, დღეისთვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში დეისტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი ექვსი არასრულწლოვნის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ ათამდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან