"სადიდებელი" – რეზო შანიძის სტუდია

05.01.2021 01:41

ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზი. 2019 წლის 29 მაისი. ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობელი, გელათის სკოლის გამშვენებული კილო. საგალობელი აჟღერებულია სანოტო კრებულიდან: "მარხვა - ზატიკის" პერიოდის საგალობლები, გელათის სკოლა, ტომი: IV, რომელიც რედაქტირებული სახით 2006 წელს გამოსცა მალხაზ ერქვანიძემ. ხელნაწერი ეკუთვნის წმ. ექვთიმე კერესელიძეს რომლის დედანი (Q-673, #239, გვ. 448) ინახება ქ. თბილისში, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

გაზიარება: