საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ევროპარლამენტში


ევროპული ოჯახი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც დღეს საქართველომ სტრასბურგიდან მიიღო.
ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის ფორმატში მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტია. პარალელურად, უკვე ორი დღეა, სტრასბურგში შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ევროდეპუტატებს ქართული მხარე 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და ამ კუთხით უკვე შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციას აწვდის. უცვლელია დასავლელი პარტნიორების მოწოდებაც - ევროპარლამენტარები ქართველ პოლიტიკოსებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ.
„მოამბე“ სტრასბურგიდან – ევროპარლამენტარებს სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან