პენტაგონის განცხადება

28.05.2022 00:48

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, - თქვა კირბიმ. მისი თქმით, პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. „პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში: ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi