დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დაბადების დღეა

01.06.2022 00:53

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დაბადების დღეა - არხმა მაუწყებლობა 1991 წლის პირველ ივნისს დაიწყო. მას შემდეგ 31 წელი გავიდა. „პასეანსი“, „შვიდეული“, „კინოსეანსი“, „კომუნიკატორი“, „ანტრე“ - ეს იმ გადაცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეთერში გასვლისთანავე, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოიპოვეს. მაუწყებლობიდან სამ წელიწადში კი არხი ფესტივალ „მანას“ გრან-პრის მფლობელი გახდა. მეორე არხი მაყურებელს სთავაზობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს. 2020 წლის 30 მარტიდან მეორე არხზე საფუძველი ჩაეყარა ახალ არხს - „ტელესკოლას“, რომელმაც მსოფლიო პანდემიის დროს სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: