რუდი ჯულიანის სკანდალური განცხადება


ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარშემო აგორებული სკანდალი გრძელდება.

კიევიდან დაბრუნებული დონალდ ტრამპის ადვოკატი სავარაუდო კორუფციული სქემის ახალ გარემოებებზე საუბრობს. რუდი ჯულიანი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენი და მისი შვილი, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში მასშტაბურ კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულები, შედეგად კი მილიონობით დოლარი „თეთრდებოდა“. ერთ-ერთ მოწმედ ადვოკატი უკრაინის ყოფილ გენერალურ პროკურორს ასახელებს. თუმცა,  ბრალდებებს მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ამერიკის პრეზიდენტის ოპონენტები, რომლებმაც სწორედ უკრაინაში აღძრული საქმის გამო, კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან