#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2023 #LIVE

03.11.2023 01:00:45

• 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება - ახალი სოციალური პროგრამები პენსიონერებისა და სპორტული საზოგადოებისთვის; გაზრდილი ხელფასები საჯარო მოხელეებს, დამატებით ასეულობით მილიონი ლარი ძალოვან უწყებებს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი რესურსები და სხვა; პრემიერის გზავნილები მთავრობის სხდომაზე • კანდიდატის სტატუსის მიღების შანსის ზრდის პარალელურად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რიტორიკა იცვლება - ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს, ოპოზიცია კი მოსალოდნელი გადაწყვეტილების სხვა მიზეზების ძიებაშია; საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაგვიანებული წერილები დასავლეთს • ომი ახლო აღმოსავლეთში და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე - „ჰეზბოლა“ უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის არმიის პოზიციებზე დარტყმის შესახებ, თელ-ავივი კი „წარმოუდგენელი“ მასშტაბის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობს; ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს, ჰეზბოლას“ ლიდერი კი ისრაელ-ღაზის ომზე დუმილს არღვევს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს • ლილი გეგელიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში - 50-იანი წლების გამორჩეული ხმა, ხელოვანის შემოქმედებითი გზა და სხვადასხვა თაობის მომღერალთა მიერ აჟღერებული კომპოზიციები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: