„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“- საჯარო შეხვედრა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში

05/10/2017
Radio Atinati-ის მიერ

67-ე საოლქო საარჩევნო კომიასში პროექტის \"ვესაუბრებით ამომრჩეველს\" ფარგლებში ბოლო საჯარო შეხვედრა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნული პროექტი ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ამასთან, მან 2016 წლის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა მოკლედ შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა სულ 4 საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ანაკლიაში, „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუხსა და ჭითაწყარში. ჩვენ ამომრჩევლებს გავაცანით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, მათი უფლებები და შეავსეს ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათები, რათა მომავალი გეგმები სწორედ ამის საფუძველზე დაგვესახა“, - თქვა მესხმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დამკვირვებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ, რის გამოც დამკვირვებლებს საკუთარი ფუნქციის შესრულებაში ხელი ეშლებათ.

\"ჩვენი სურვილია, რომ ტრენინგებში, რომელსაც ატარებს საარჩევნო კომისიისთვი, მეტი დრო დაეთმოს აღნიშნულ საკითხს“, - თქვა ფასანძემ.

მირანდა მესხის განმარტებით, კვალიფიციური კადრების პრობლემა არსებობს და საუბნო საარჩევნო კომისია შერჩეულ კადრებს დაატრენინგებს. მათ გარდა, დაგეგმილია რამდენიმე ტრენინგი საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან