ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


ეპიდემიოლოგიური მონაცემები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ განახლდა. ვირუსი 17 მოქალაქეს დაუდასტურდა. მათგან 11 მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერს უკავშირდება. შვიდი მათგანი უშუალოდ ლენჯერში გამოვლინდა, ოთხი კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ასევე „კოვიდ“-ინფექციის ორი შემთხვევა დადასტურდა ქუთაისის ლაბორატორიაში სადაც გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1 270 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ორივე ახალი ფაქტი ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებს უკავშირდება, მოქალაქეები კარანტინში იმყოფებოდნენ. ამასთან ბოლო დღე-ღამის მანძილზე „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი, კიდევ სამ პაციენტს დაუსვეს აჭარაში. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი საქართველოს, ორი კი თურქეთის მოქალაქეა. ქართველი მძღოლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თურქეთის მოქალაქეები მკურნალობას თურქეთში გააგრძელებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან