ბათუმში სამაშველო ოპერაცია დასრულდა
ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 30 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მეხანძრე მაშველები ამ დრომდე რჩებიან ტრაგედიის ადგილზე, სადაც გუშინ 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნგრევის დროს კორპუსში იმყოფებოდა ათი ადამიანი. მიმდინარე სამუშაოების დროს მაშველებმა შეძლეს ათივე ადამიანის მიკვლევა. სამწუხაროდ, ცხრა მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა. კლინიკაში მიყვანის შემდეგ, გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ექიმები ამ დრომდე ცდილობენ ამავე ასაკის მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას, ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ინფორმაციით, სადარბაზოს ჩამოშლა, შესაძლოა, გამოეწვია პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს. ბინის მესაკუთრე დაკავებულია, ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა ამ სამუშაოს. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე იმყოფება ირმა ჭოლაძე - უახლესი ამბებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო ოპერაცია თეთნულდზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილის ცხედრები იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონტეინერმზიდი სუეცის არხიდან გაიყვანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა გუდაურთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუდაურში დაღუპული სამაშველო ჯგუფი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა გუდაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუდაურში, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster