2024 წლის ბიუჯეტი იზრდება


27 მილიარდ 800 მილიონი ლარი - მთავრობის პროგნოზით ამ მოცულობის იქნება 2024 წლის ბიუჯეტი. 

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, 70 წლამდე მოქალაქეები 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა 50 ლარით გაზრდილ პენსიას აიღებს. ასეულობით მილიონი ლარით იზრდება ყველა სამინისტროს დაფინანსება. განსაკუთრებული აქცენტი კი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და თავდაცვის მიმართულებებზე კეთდება. პენსიებთან ერთად, დაგეგმილია საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მატებაც. მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან