მაჭახელას ეროვნულ პარკში საგამოფენო სივრცე გაიხსნა

20.07.2022 01:16

მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა. მას საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურული ნიმუშები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ხეობის ისტორიას გაეცნონ და მათთვის საინტერესო მარშრუტი დაგეგმონ. საგამოფენო სივრცე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით შეიქმნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო