ქართული კინოს ფორუმი 2018. ახალი ქართული კინოს ტენდენციები

11/29/2018

საუბრები პოპ კულტურაზე #17. ქართული კინოს ფორუმი 2018. ახალი ქართული კინოს ტენდენციები

ვიდეოს მოწონების შემთხვევაში და ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი.

2018 წლის 16-19 ნოემბერს ქუთაისმა ახალი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობა რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, კინომცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, კინო მიმომხილვებმა და კინოს მოყვარულმა ადამიანებმა მიიღეს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქართული ფილმი იხილეს. ფორუმის მონაწილეებს შორის იყვნენ სინეასტი გიორგი გეთიაშვილი, კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია და ლიტაგორას კინომიმომხილველი დათო ლობჟანიძე. მორიგ პოდკასტში გიორგი, ალექსანდრე და დათო ფორუმს აჯამებენ და ზოგადად ქართულ კინოზე საუბრობენ

00:00 - შესავალი
00:59 - რა არის ქართული კინოს ფორუმი, ფორუმის ფორმატი, მნიშვნელობა
17:35 - რამდენად იყენებს და ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას ადგილობრივი, ახალი კინო
23:23 - კვლევის თემა ქართულ კინოში, იდეოლოგიური მხარე
29:19 - 90იანები, რეალობის ასახვა, რეალობა VS ფიქცია
32:56- ეკრანიზაციები, კინო ფორმატის მნიშვნელობა და საჭიროება
37:22 - სარეკლამო ფორმატი VS კინო
43:30 - მსოფმხედველობის და ხედვის კინოში გადმოტანის პრობლემა
46:30 - დამაჯერებლობა, იდეის ეკრანზე გადმოტანის უნარი
49:31 - დრამატურგიული ელემენტი
50:29 - წლის საუკეთესო ქართული ფილმი
55:10 - რა იცვლება ქართულ კინოში? პერსპექტივა





ჩაწერის თარიღი: 25.11.18
კამერა: სალომე ლეჟავა
მონტაჟი: დათო ლობჟანიძე
ტექნიკური დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ბელა ლეჟავას

#ლიტაგორა #კინო #კინოფორუმი