ქართული კინოს ფორუმი

26.06.2021 01:20

30 ივნისის ჩათვლით ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“. პროექტი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. პროგრამა ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრით, „ანტონი“,  გაიხსნა, რომელიც ფილმის პროდიუსერმა - პაპუნა დავითაიამ წარადგინა. ბაკურიანის კინოფორუმს კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები ესწრებიან. ღონისძიება ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით იმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: