თბილისში „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოვლინდა

05.11.2018 00:43

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სარეცხი საშუალება „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 9 ათასამდე ბოთლი სარეცხი საშუალება და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა - ბოთლები და ეტიკეტები.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani