შსს-ს აკადემიამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. საზეიმო ღონისძიებას უნგრეთის შსს-ს (პროექტის წამყვანი პარტნიორი) გენერალი იშტვან შამუ წარუძღვა, ხოლო საქართველოს შსს-ს აკადემიის მხრიდან მემორანდუმს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა მოაწერა ხელი. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო უნგრეთის რესპუბლიკის შსს-ს პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ. თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში განათლებისა და ტრენინგების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამდენად მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/R9fioF
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შ...
lela giorgadze
ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ სუპერლიგის თამაშში...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწავლო კურსი შსს-ს თანამშრომლებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს აკადემია AEPC-ს მმართველი საბჭოს კომიტეტის წევრად აირჩ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიას N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო