შსს-ს აკადემიამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა


შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. საზეიმო ღონისძიებას უნგრეთის შსს-ს (პროექტის წამყვანი პარტნიორი) გენერალი იშტვან შამუ წარუძღვა, ხოლო საქართველოს შსს-ს აკადემიის მხრიდან მემორანდუმს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა მოაწერა ხელი. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო უნგრეთის რესპუბლიკის შსს-ს პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ.

თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში განათლებისა და ტრენინგების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამდენად მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/R9fioF

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან