სასამართლო პროცესი


მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს.
განხილვები დღეს მხარეების სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა. სასარჩელო მოთხოვნაში მაჩალიკაშვილების ოჯახი, ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებს. ისინი ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხივენ.
სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი სასარჩელო არცერთ მოთხოვნას არ იზიარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან