თეთრი ხმაურის მოძრაობა: კოტე ჯაფარიძის საქმე

06/03/2016
whitenoise movement-ის მიერ

2016 წლის 30 მაისს, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, 22 წლის კოტე ჯაფარიძე, მოქმედი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლად იქცა. 2 გრ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს (ექსტაზის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კოტეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წელი პირობითი სასჯელი და 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
● 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება
● 10 წლით საექიმო და საადვოკატო
● პედაგოგიური ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში
● საჯარო სამსახურში საქმიანობის.
● პასიური საარჩევნო უფლებები.
კოტე ჯაფარიძე არის კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნგრევს პოლიციური ნარკოპოლიტიკა საკუთარ მოქალაქეებს მომავალს და ახორციელებს მათზე პერმანენტულ ტერორს.
ვიდეომიმართვა ჩაწერილია კოტე ჯაფარიძის დაპატიმრებამდე 2 საათით ადრე.
‪#‎მოქმედებისდროა‬ ‪#‎ხმაურისდროა‬ ‪#‎კოტეჯაფარიძე‬ ‪#‎შეწყდესდევნა‬

ვიდეოები „whitenoise movement"-ისგან