შშმ გოგონას და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფა უმძიმეს პირობებში

12/23/2016
R-CSN Georgia-ის მიერ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვიარაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიური პრობლემების წინაშე დგას. ვეფხვია და რუსუდან დარახველიძეებს 3 შვილი ჰყავთ - 6 წლის ნიკა, 12 წლის გიორგი და 20 წლის მაგდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. მათი ბებია, ლამარა დარახველიძე ოჯახის გასაჭირის შესახებ ის საუბრობს.

ლამარა დარახველიძე ამბობს, რომ ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის, ისინი თავს პენსიებით და სოციალური დახმარებით ირჩენენ. მათ სჭირდებათ ყველაფერი - ავეჯი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები. ოჯახს იმისაც კი ეშინიათ, რომ ვინმე რამეს აჩუქებს, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. საწოლს მიჯაჭვულ გოგონას არ აქვს ხელშეწყობა არც საკვებით, არც ჰიგიენის ნივთებით.

ვრცლად იხილეთ მასალა cso.ge-ზე: http://www.cso.ge/view.php?type=journ...

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ და ფონდ „აფხაზინტერკონტის“ დახმარებით.



აღნიშნული პრობლემით დაინტერესების და ოჯახის დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ:

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ - ნანა სოხაძე, ტელ: 551 58 62 07

„აფხაზინტერკონტი“ - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25

ვიდეოები „R-CSN Georgia"-ისგან