ა,წ, 31 მარტს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჯარო ლექციით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე საქართველოში ბატონი დამიან ვამპლერი. ბატონმა დამიანმა ს გააკეთა ვრცელი მიმოხილვა გრაფიკული ნოველის გაჩენისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, მიმოიხილა იგი ამერიკული კულტურის ჭრილში, გამოკვეთა კომიქსის, როგორც ამერიკული კულტურის პროდუქტის მნიშვნელობა დღევანდელ არტ სამყაროში. სტუდენტებს ბატონმა დამიანმა განუმარტა გრაფიკული ნოველის შექმნის საფეხურები, მისი საბაზრო შესაძლებლობები, ისაუბრა არსებულ ჟანრებზე, გრაფიკული ნოველის გავლენაზე კინო ინდუსტრიაში. ბატონმა დამიანმა ასევე ისაუბრა გრაფიკული ნოველის შესაძლებლობებზე და ამ ნიშის პოტენციალზე ქართულ არტ ბაზარზე. სწორედ ამ კონტექსტში, ბატონმა დამიანმა აკადემიის სტუდენტებს წარუდგინა სან დიეგოს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები, რომლელთა მონაწილეობითა და ორგანიზებით ამერიკის საელჩო იწყებს კონკურსს კომიქს-არტისტებისა და კომიქსების მწერლებისთვის საქართველოში.
მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან :http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან :http://www.proglonet.com/radio/index.htm