პრემიერის შეხვედრა UNICEFის წარმომადგენლებთან

06.11.2018 00:58

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ მიიღო, „იუნისეფი“ დადებითად აფასებს.  ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. აუდიენცია შანხაიში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: