„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების საქმე გახსნილია


„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია. მომხდარიდან 24 საათში, პოლიციამ სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ ვარკეთილის ფილიალიდან, იარაღის მუქარით 2030 ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. დაკავებულებმა ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს სხეულის დაზიანება მიაყენეს.

ისინი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე დაკავებული 19 წლის ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 21 წლის გურამ ხვადაგიანი და ამირან ლაკვახელიანი წარსულში ნასამართლევები არიან. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან