„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებს პატიმრობა შეეფარდათ

20.01.2019 03:05

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორივე წარმომადგენელს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს დღეს სასამართლო დარბაზში მოუსმინეს. გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჯერ თქვა, რომ სადარბაზოს, მათ შორის, ლიფტის შახტის დეტალურმა შემოწმებამ საეჭვო არაფერი აჩვენა, თუმცა მოგვიანებით ვაზელ მამადიანმა განაცხადა, რომ გაზი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, შესაძლოა, 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: