აფეთქება დიღმის მასივში
დიღმის მასივში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის ისევ სტაციონარში იმყოფებიან. მათ შორის არის შვიდი თვის ბავშვი, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს კი, რომელიც აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდა, დამწვრობა აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ბინა გაქირავებული იყო. მათ გაზის სუნი იგრძნეს, „ყაზტრანსგაზში“ დარეკეს, მაგრამ მათივე ინფორმაციით, ადგილზე არავინ მისულა. აფეთქება კი სწორედ ამის შემდეგ ცოტა ხანში მოხდა. „ყაზტრანსგაზი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტებას აკეთებს. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, „ყაზტრანსგაზმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აფეთქება ექსპლუატაციის წესების უხეშ დარღვევას უკავშირდება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა კორპუსის მდგომარეობის შესახებ. როდის შეძლებენ მობინადრეები ბინებში შესვლას, ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თემის დეტალები „მოამბეში“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აფეთქება დიღმის მასივში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება დიღმის მასივში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალაქი ნაღმზე და დაუცველი ადამინები/“დღის არხი“/რადიო იმედი,...
რადიო იმედი
დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა
TV IMEDI
ექსპერტ-კრიმინალისტები დიღმის მასივში აფეთქების ადგილზე მუშა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკის სპეციალური გამოშვება - აფეთქება დიღომში
TV IMEDI
დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster