7 ნოემბრის დარბევის საქმე - სააკაშვილის სასამართლო


მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაიარა მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის სასამართლო პროცესმა.

საუბარია 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევაზე, რაზეც ყოფილ პრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ამ საქმეზე ექს-პრეზიდენტის პოზიცია ჯერ კიდევ წინა განხილვის დროს გახდა ცნობილი, როცა მან მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებასთან მისი კავშირი კატეგორიულად უარყო და მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს დააკისრა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა, რომელიც საკუთარ პოზიციას დოკუმენტებით ამყარებს. არ არის გამორიცხული, რომ რეზონანსულ საქმეზე ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, კიდევ ერთხელ დაკითხოს. თავის დროზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა. ანალოგიური ჩვენება მისცა გენერალური შტაბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზაზა გოგავამაც, რომელიც დღეს „მოამბემ“ მოიპოვა. სწორედ გოგავას და ბურჯანაძეს ახსენებს სააკაშვილი ახალ წერილში, სადაც წერს, რომ 14 წლის წინანდელი მოვლენები არ მოეწონა და გადადგა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან