საბავშვო ფესტივალის დახურვა


დიღომში, ახალი ოლიმპიური სოფლის კომპლექსში საზეიმოდ დაიხურა საფეხბურთო ფესტივალი „ჯეოქაფი“, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მასშტაბურ ტურნირზე 32 გუნდი და 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ფესტივალის თავისებურება ის გახლდათ, რომ ქულები და გამარჯვებულები არ ვლინდებოდა, ბავშვებმა ფეხბურთი გართობისა და სიამოვნების მიზნით ითამაშეს. ორგანიზატორებმა ყველა ასაკში გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოვეს.

„ჯეოქაფის“ მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან