კინოფესტივალი CinéDOC--Tbilisi

16.10.2013

15 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოთეატრ რუსთაველში გაიხსნა კავკასიაში პირველი ფართომასშტაბიანი დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC--Tbilisi. გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაესწრო. CinéDOC--Tbilisi ქართველ კინომოყვარულებს სთავაზობს მაღალმხატვრულ დოკუმენტურ ფილმებს მთელი მსოფლიოდან. კინოსეანსების პარალელურად ფესტივალის პროგრამაში შედის მასტერკლასები, ვორქშოფის სესიები, კონფერენციები და საბავშვო სექცია. ფესტივალის მიზანია 5 დღის განმავლობაში (15-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით) თბილისი საზოგადოების თავშეყრის ადგილად აქციოს. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: