2018 წლის 16 მარტს გუდაურში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
2018 წლის 16 მარტს გუდაურში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ე.წ. საძელეს მთაზე საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ, ბრალდება შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა გუდაურში „საძელეს“ მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებმა – ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი - გუდაური /...
შენთვის I ForYou
კონფერენცია სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლი...
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია GASW
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ანრი ჯოხაძე ახალი სიმღერითა და კლიპით ისევ ახარებს მის მსმენ...
Music Box
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მეცნიერი ჟორა გაბრიჭიძე გიგლა გობეჩიას 'ქართულ ნოვაციაში',...
PK TV2