დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო ინფორმაცია „მოამბეში“
02/09/2023
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16 ათასს აღწევს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 873 ადამიანი. დაშავებულია 65 ათასამდე პირი. მაშველებმა ქალაქ გაზიანთეფში მიწისძვრიდან 62 საათის შემდეგ კიდევ ორი ქალის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია ავსტრალიის მოქალაქის ცხედარიც. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შეუძლებელია ამ მასშტაბის კატასტროფას მომზადებული შეხვდე. ამის შესახებ მან სტიქიით დაზარალებულ ზონაში ვიზიტისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა „ერთიანობისადა სოლიდარობის დროა, იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ახლა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“.
სირიაში კი დაღუპულია 2 992 ადამიანი. მათგან 1 730 მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში დაიღუპა, სადაც არასამთავრობო ჰუმანიტარული ჯგუფის, თეთრი ჩაფხუტების განცხადებით, დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებიდან ამ დრომდე არავინ მისულა და მათ საკუთარი ძალებით უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება. 1 262 ადამიანია დაღუპული ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სირიის ხელისუფლებამ ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა, რომელიც 3 მილიონზე მეტი ევროს ღირებულების დახმარებას გამოყოფს. ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს მეზობელ სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაზე, რადგან მოქმედ პუნქტებამდე მისასვლელი გზა სტიქიის შედეგად დაზიანდა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაბრკოლება ექმნება.
ორი დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა, ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.