ვითარება მსოფლიო საფინანსო ბაზარზე


ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გაკოტრდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2003 წლიდან მოქმედი სიდიდით მე-16 „სილიკონ ველის ბანკი“ საქმიანობას წყვეტს. ბანკი, რომელიც ძირითადად სტარტაპებს აფინანსებდა და ინვესტიციებს სარისკო კაპიტალში დებდა, სხვა ფაქტორებთან ერთად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ დააზარალა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად გაჩენილი პრობლემების ფონზე მეანაბრეებმა თანხის მასობრივად გატანა დაიწყეს. 209 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე ბანკის გაკოტრებას საბანკო პანიკა მოჰყვა. კრიზისული სიტუაცია მსოფლიოს სხვა წამყვან საბანკო ინსტიტუტებზეც აისახა. სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო სექტორის მდგრადობის შესანარჩუნებლად შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება დაიწყეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან