ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

07.08.2019 00:53

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ცხინვალში დღეს და ხვალ სხვადასხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება. შეზღუდვა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე 6 აგვისტოს, 20 საათზე ამოქმედდა და 9 აგვისტოს, 06:00-დან მოიხსნება. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლების ეს ქმედება, მოსახლეობას უქმნის დამატებით სირთულეებს, თავად ნაბიჯი კი, არალეგიტიმურია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო