დებატები ევროპარლამენტში
ევროპარლამენტში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დებატებზე ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად. მირიამ ლექსმანმა რეზოლუციის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
TV IMEDI
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster