დებატები ევროპარლამენტში

15.09.2020 03:42

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. დეპუტატებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს. სიტყვით გამოვიდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელიც. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებების გარდა, ევროპარლამენტარებმა შეაფასეს საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: