რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენა

21.01.2020 01:25

როდის აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, - ზურაბ აბაშიძის განცხადებით რუსული მხარე საკითხს განიხილავს, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე მას არ შეუძლია. საკითხზე მეტ კონკრეტიკას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ელოდება. აბაშიძის ინფორმაციით, ეს შეხვედრა სავარაუდოდ მარტის პირველ კვირას გაიმართება. პირდაპირი ავაია-მიმოსვლის აღდგენაზე განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. კრემლმა გადაწყვეტილება თბილისში 20-21 ივნისს გამართული აქციის შემდეგ მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: