ბაგრატი - UNESCO

06/26/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ პრესკონფერენცია გამართა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, იუნესკოს კომიტეტის 36-ე სესიაზე იქნა განხილული.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიამ განიხილა რა, ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხი, მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის 2013 წელს კომიტეტის 37-ე სხდომისათვის გადადება. კომიტეტზე დაისვა საკითხი იკომოსის ექსპერტთა ჯგუფის გაფართოებაზე, რომლებიც სწორად შეისწავლიან განხორცილებულ სამუშაოებს, რათა იუნესკოში ფაქტობრივად მეტად ზუსტი და რეალობის ობიექტურად ამსახველი დასკვა იქნას წარმოდგენილი.

საკითხის გადადების ინიციატივა წამოაყენა გერმანიამ, რომლის წინადადებასაც მხარი დაუჭირეს ინდოეთმა, კოლუმბიამ, იაპონიამ, კამბოჯამ და შვეიცარიამ, რის შემდეგაც კომიტეტმა გადაწყვეტილება მიღებულად ჩათვალა. კომიტეტის სესიის

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტი იუნესკოს 36-ე სესიაზე წარადგინა ქართულმა დელეგაციამ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან ურთიერთობის სამსახურმა.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან