ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მე-2 ტური გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, ბოლო ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის იყო მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, ალხას კვიცინიამ 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოლეგ არშბამ 24,9%. მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი იყო გახსნილი. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციამ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს. ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარ...
პირველი არხი - LIVE
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 12 მარტი, 20...
„მოამბე“ 21 საათზე, 14 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
„მოამბე“ 18 საათზე, 26 აგვისტო, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster