საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ექიმის საქმე

25.11.2019 00:50

უკვე მე-17 დღეა, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გათავისუფლება. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ და  საერთაშორისო თანამეგობრობა. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები დღეს ისევ შეეცდებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულონ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, მაია ქარდავამ აღნიშნა, რომ  საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ უცნობია, მიეცემათ თუ არა მათ ექიმის მონახულების უფლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: