ვახტანგ კიკაბიძე - ერთადერთო ჩემო ღმერთო / Vakhtang Kikabidze - Ertaderto Chemo Gmerto

02/14/2019
Gogi Tsabadze Official-ის მიერ

Album: Patsatsina Samotkhe
Year: 2013
Composer: Gogi Tsabadze
Lyricist: Moris Photskhishvili
Spotify: https://spoti.fi/3Vt0LmM
Apple Music: https://apple.co/42fyYs6
Amazon: https://amzn.to/3LLoFqf
©℗ GMI Rights Management
https://gmi.ge

Subscribe: https://shorturl.at/xUW58

სიმღერის ტექსტი:

თბილისელ კაცს თბილისურად,
მიყვარს შენი უბნები.
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო,
მარტო შენ გეუბნები.
გოგოლელის ქუჩელი ვარ,
მტკვარზე ფეხით გავდივარ.
გაუქმებულ აივნების,
სიმღერა და დარდი ვარ.

მოვკვდე როცა გაგცვალო,
ჩავქრე როგორც სანთელი.
ყველა შენ გენაცვალოს,
ერთგული ყრმის სახელით.
ყველა მთაწმინდელი და, ყველა სოლოლაკელი.
დიღმელი და წყნეთელი, ვერელი და ვაკელი.
ერთადერთო,ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო
ერთადერთო, ჩემო ღმერთო, თბილის ქალაქო.

სიზმრად ვნახე ძველი რიყე,
ჩუქურთმოვან მტევნებით.
ძველი ავლაბრელები და ძველი ხარფუხელები.
სიჭაბუკე მიბრუნდება,
ლახტის წრეში ვიჭრები.
სად არიან შენი ყოჩი, ქამრიანი ბიჭები.

მოვკვდე როცა გაგცვალო,
ჩავქრე როგორც სანთელი.
ყველა შენ გენაცვალოს,
ერთგული ყრმის სახელით.
ყველა ნახალოვკელი და სვანეთის უბნელი.
ამაყი და თავნება, ჭკვიანი და სულელი.

ერთადერთო, ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო.
ერთადერთო, ჩემო ღმერთო, თბილის ქალაქო.
თბილის ქალაქო.
თბი-ლის ქა-ლა-ქო.

ვიდეოები „Gogi Tsabadze Official"-ისგან